Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
თამბაქოს მოხმარების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა, 2016

თამბაქოს მოხმარების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა, 2016

18 ნოე 2016

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო - კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც განხორციელდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.

რაოდენობრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა. კვლევის სამიზნე ჯგუფი მოიცავდა საქართველოს მოსახლეობას (18 წლის და მეტი). პირისპირ ინტერვიუს მეთოდით სულ გამოიკითხა 1050 რესპონდენტი თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი). შერჩევის ცდომილება იყო 3% (მთელი შერჩევისათვის).

თვისებრივი კვლევის მიზანს შეადგენდა ბავშვებში (7–12 წლის) სიგარეტის აღქმის, თამბაქოს მიმართ დამოკიდებულების და საჯარო სივრცეში თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავლენის თავისებურებების შესწავლა. გამოყენებული იყო თვისებრივი კვლევის, კერძოდ, ფოკუს ჯგუფების მეთოდი. ჩატარდა ორი ჯგუფური დისკუსია.  სამიზნე ჯგუფებს შეადგენდა 7–12 წლის ბავშვები, რომელთა დაყოფაც მოხდა 2 ასაკობრივ ჯგუფად (7-9 წელი და 10-12 წელი. თითოეულ ჯგუფში მონაწილეობდა 3 გოგონა, 4 ბიჭი).  ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის პროექციული კვლევითი ტექნიკები - ხატვა, თამაში, ასოციაციები.