Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საგანმანათლებლო
მთავარი
პროექტები
საგანმანათლებლო
სეზონური სკოლა - სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 27 - 31 აგვისტო, 2019

სეზონური სკოლა - სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 27 - 31 აგვისტო, 2019

24 ივლ 2019

ა(ა)იპ  „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,  კულტურისა  და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს სეზონურ სკოლას სახელწოდებით - სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამის მომზადება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სეზონური  სკოლის  ჩატარების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სეზონური სკოლის  მონაწილეთა  საერთო რაოდენობა: 24 მონაწილე, აქედან 4 პედაგოგი, დაახლოებით 20 მსმენელი.

სეზონური სკოლა გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში, 10 სთ.–დან  17 სთ.–მდე. შეხვედრები გაიმართება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სეზონური სკოლის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ –მასწავლებლები;
  • დასავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური მუშაკები.

მოწვეული ლექტორების ბიოგრაფიები იხილეთ აქ.

სეზონური სკოლის პროგრამა იხილეთ აქ.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სოციალურმა მუშაკმა სააპლიკაციო ფორმას უნდა დაურთოს:

  • პირადი რეზუმე, ე.წ. CV ქართულ ენაზე (სავალდებულოა);
  • სოციალურ მუშაობაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, ან სერტიფიცირების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა);
  • სოციალურ მუშაობაში  სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა)  (სავალდებულოა);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადსტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 300 სიტყვისგან შედგენილი სამოტივაციო წერილი, სადაც აპლიკანტმა უნდა დაასაბუთოს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საჭიროება (სავალდებულოა).

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭებათ იმ  სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც:

  • მიღებული აქვთ უმაღლესი  განათლება სოციალურ მუშაობაში;
  • ფლობენ  ინგლისურ ენას საშუალო (B2) დონეზე მაინც.

შენიშვნა: სოციალური მუშაკის სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში (ცნობაში) მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სამუშაოს პერიოდი და დაკავებული პოზიცია. ცნობა ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ

შენიშვნა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლების შერჩევა მოხდება მიზნობრივად. აღსანიშანვია, რომ 2011 წელს, ევრკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა სოციალური მუშობის განათლების ინსტიტუციონალიზაცია, სერტიფიცირების პროგრამის სახით. რომლის ფარგლებში წელიწად ნახევრის განმავლობაში  ინტენსიურად გადამზადდა ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რათა მათ შეძლებოდათ სასერტიფიკატო კურსების გაძღოლა. სულ გადამზადდა ბათუმის უნივერსიტეტის 8 პროფესორმასწავლებელი. სწორედ აღნიშნული 8 პროფესორ-მასწავლებელი მიზნობრივად შეირჩა სეზონური სკოლისთვის.

მოწვეული უცხოელი ლექტორის, მარკ დოელის ლექციები ითარგმნება ქართულ ენაზე

მსმენელებს სეზონური სკოლის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატები

სეზონური სკოლის ფარგლებში, სკოლის მონაწილეებისთვის (გარდა ბათუმის და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მონაწილეებისა) გათვალისწინებულია მატარებლით მგზავრობის ხარჯი (ორი გზა) და სასტუმროში განთავსება კვებით. ასევე, ლექციების პერიოდში გათვალისწინებულია ლანჩი ყველა მონაწილისთვის. 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2019 წლის 15 აგვისტო.

შერჩეულ მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება 2019 წლის 20 აგვისტომდე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველა სოციალურმა მუშაკებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია აქ (დააჭირეთ). 

შენიშვნა: გთხოვთ, აპლიკაციის შევსებისას გამოიყენოთ ქართული შრიფტი (Sylfaen)

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სეზონური სკოლის კოორდინატორს - ოსიკო (ოჩი) კონცელიძეს.

ტელ: (+995) 598 802 108

ელექტრონული ფოსტა: seasonalschoolaugust19@gmail.com