(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
ულოვანი ტოლერანტობის მძიმე გამოცდილების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ძალა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეით ჩაუდგა სათავეში სახელმწიფოს. ამ პერიოდში დაიგეგმა და გატარდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. თუმცა არაჯეროვანმა ძალისხმევამ, არსებითად ვერ შეცვალა და გააუმჯობესა მდგომარეობა ქვეყანაში. მართალია, მეტნაკლები ინტენსივობით, თუმცა, სისხლის სამართალი სახელმწიფოს ხელში კვლავ რეპრესიის უმთავრეს ინსტრუმენტად დარჩა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების დამოკიდებულებებისა და განწყობების შესწავლა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად, კვლევამ მოიცვა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის I და II ვარიანტების საგამოცდო ტესტებში გენდერული თანასწორობის თემაზე შეტანილი დავალებების პასუხები, კომბინირებული კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კონტენტანალიზი).
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარდა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა კვლევა, რომლის მიზანი ყო იძულებით გადაადგილებულ პირეთა ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გამჟღავნება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების ინფორმირება დასახული გეგმების შესახებ.
კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიზანია გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების გამოვლენა; მათი გამოცდილების/ ჩართულობის აღწერა საოჯახო საქმეებში და ისეთ სოციალურ პრაქტიკებში, რომლებიც მეუღლესთან/პარტნიორთან თანაცხოვრებას და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს.
2003-2013 წლებში საპატიმროებში არსებული ვითარების შესასწავლად, ამჟამინდელ და ყოფილ პატიმრებს ჩაუტარდათ რაოდენობრივი კვლევა გასაუბრების სახით, 2014 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით. კვლევა მიზნად ისახავდა იმის დადგენას, თუ როგორი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ პატიმრებს და როგორ ეპყრობოდნენ მათ პენიტენციალურ დაწესებულებებში დაწყებული 2003 წლიდან, და აგრეთვე, პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის კონტექსტისა და მიზეზების შესწავლას.
კვლევის მთავარი მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების საჭიროებების და გამოწვევების დოკუმენტურად წარმოდგენა და ანალიზი, ასევე პოლიტიკის თაობაზე რეკომენდაციების მიწოდება შესაბამისი ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომელთა მოვალეობაშიც შედის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, ტოლერანტობის და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა.
კვლევის ანალიტიკურ ანგარიშში შესწავლილია შრომის საზრისი სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის – ორთოდოქსულობა, პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და ისლამი – კონტექსტში. ანალიტიკურ ანგარიშში წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები მიღებულია თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე საქართველოს სოფლის (რურალურ) და ქალაქის (ურბანულ) თემებში.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, აგრეთვე, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან (ISSA) პარტნიორობით, განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო, გამოევლინა საზოგადოების საარჩევნო ინტერესებსა და სხვადასხვა ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკას შორის შესაბამისობა; აგრეთვე, თავისი წვლილი შეეტანა როგორც პროპაგანდის ეფექტის შემცირებაში, ისე - მოქალაქების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
წარმოდგენილი სოციოლოგიური კვლევის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების უფლებების მდგომარეობის შესწავლა. კვლევა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს: ა) პალიატიური პაციენტების (ან მათი მეურვეების) ინფორმირებულობა პალიატიური ზრუნვის სპეციფიკის, მათი უფლებებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების შესახებ; ბ) პაციენტის უფლებრივი მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებებთან და მედპერსონალთან მიმართებაში; გ) პალიატიური პაციენტების მდგომარეობა ზოგადად საზოგადოებაში (საზოგადოების დამოკიდებულება, სხვადასხვა რესურსის ხელმისაწვდომობა, სხვ.)
2011 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (სკაი) განახორციელა სამთვიანი საპილოტე პროექტი, რომლის მიზანი იყო კონფლიქტების პრევენციაზე, სამშვიდობო და განვითარების პროცესებზე მომუშავე ადგილობრივი ექსპერტებისა და ორგანიზაციებისთვის ხელის შეწყობა და ამ პროცესებში ფართო საზოგადოების ჩართვის მნიშვნელობის წინ წამოწევა.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ 2011 წლის აგვისტო–სექტემბერში ქვემო ქართლის რეგიონში ჩაატარა ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და განწყობების კვლევა,
2009 წლიდან 2011 წლამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ახორციელებდა ხანგრძლივ პროექტს სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში. პროექტის მიზანი იყო ანალიტიკური ანგარიშის შექმნა საქართველოს სოციალური სისტემის შესახებ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა და მოწვეულმა ექსპერტებმა პროექტის განხორციელებისათვის ძირითადად გამოიყენებს თვისებრივი მეთოდები: მეორადი დოკუმენტების ანალიზი და ჩაღრმავებული ინტერვიუები.
წარმოდგენილ ანგარიშში გაანალიზებულია სტუდენტების დამოკიდებულებები და განწყობები, აგრეთვე, ქცევითი თავისებურებები ისეთი სოციალური ფენომენების კონტექსტში, როგორიცაა ნარკომანია, აივ/შიდსი, უსაფრთხო სექსი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
ამ წიგნის მთავარი ავტორი მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერია, ხოლო "ნაკლებად მთავრები" - სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.