მთავარი
პუბლიკაციები
დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში (2021)

დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში (2021)

2 ივლ 2020

წინამდებარე კვლევა ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკას, და- ნაშაულის გამომწვევი სოციალური და ეკონომიკური ასპექტების ფონზე აფასებს. კვლევა ძირითადად ორი სახის – საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (ქურდობა/ძარცვა) და ნარკოდანაშაულის ცალკეული სახეების სოციოლოგიური კვლევის მონაცემებს ეყრდნობა.

კვლევაში მოკლედ არის გადმოცემული სისხლის სამართლის პოლიტიკის ფორმირების პრობლემები და მისი ტრანსფორმაციის ეტაპები ქვეყანაში. ნაშრომი ცდილობს გამოააშკარავოს, რამდენად შეძლო სახელმწიფომ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცდილების ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლება, სისხლის სამართლის პოლიტიკის ფორმირების პროცესში ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინება.

სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე და სხვადასხვა კრიმინოლოგიურ თეორიაზე დაყრდნობით, კვლევაში მოცემულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (ქურდობა/ძარცვა) და ცალკეული ხასიათის ნარკოდანაშაულის გამომწვევი სოციალური ფაქტორების სამართლებრივი ანალიზი, მათი პრევენციის მექანიზმები და სახელმწიფოში არსებული სასჯელის პოლიტიკა დანაშაულის ამ ორ სახესთან მიმართებით. კვლევის ბოლო ნაწილი, სასჯელის მოხდის და გათავისუფლების შემდეგ, რეინტეგრაციის პროცესში არსებულ დაბრკოლებებს ეთმობა.