(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
კვლევის ფარგლებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოკითხა ორიათას ერთი (2,001) იძულებით გადაადგილებული პირი 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში თბილისსა და საქართველოს ათ რეგიონში. კვლეა მოიცავს აფხაზეთის ყველა რაიონიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ სხვადასხვა საბინაო პირობებში, მათ შორის კოლექტიურ ცენტრებში, კოტეჯური ტიპის დასახლებებში და კერძო სახლებში.
საქართველოში ორიათას ერთმა (2,001) იძულებით გადაადგილებულმა პირმა ამ დოკუმენტის მკითხველს გაუზიარა მისწრაფებები, ფიქრები და გრძნობები თავისი მომავლის შესახებ. მრავალი მათგანისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შინ დაბრუნებაზე, ინტეგრაციასა და ახალ ადგილას განსახლებაზე ფიქრის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ჩატარება ტექნიკური სამუშაოა, კვლევაში მონაწილე იძულებით გადაადგილებული ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის ეს იყო ემოციური მოგზაურობა, რომელსაც ისინი 63 კითხვისაგან შემდგარ ექვს გვერდიან ინტერვიუს დროს ახდენდნენ. ბევრი ცრემლი დაიღვარა წარსულის მოგონებაში, თუმცა უკეთესი მომავლის იმედმაც გაიჟღერა. დევნილები ნდობით განიმსჭვალნენ გამოკითხვის პროცესისადმი. მათ გაგვიღეს ყველა კარი, გულები და გონება, რადგან სჯერათ, რომ კვლევის შედეგები მათ მომავალ ბედ-იღბალს ისეთ გზას მისცემს, როგორიც ეს მათ სურვილებშია ასახული.
ვერსან კოშტელი
UNHCR-ის ევროპის რეგიონალური ბიუროს დირექტორი,
2015 წლის 18 მარტი