მთავარი
პუბლიკაციები
ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

18 ივლ 2014

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს გლობალურად ბევრი მსგავსი პრობლემა აქვთ (მა გალითად, მათ არ იციან უმრავლესობის ენა, არ მიუწვდებათ ხელი საბაზისო სოციალურ და იურიდიულ მომსახურებებზე, ასევე დიდია იმ გოგონების რაოდენობა, რომლებიც სკოლას ვერ ამთავრებენ ადრეულ ასაკში ქორწინების გამო), თუმცა, ასევე მიუთითებს, იმ სპეციფიკურ მახასიათებლებზე, როგორიცაა სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა, რის გამოც ქალებს შემოსავლიანი სამსახურის მოძიება არ შეუძლიათ, ან ქალთა ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის შეზღუდულ თანამშრომლობაზე.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მიგნებები სასარგებლო წყარო გახდება მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების განსახორციელებლად სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის, რომლებიც უმცირესობების უფლებებზე, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ საქართველოში. და ბოლოს, კვლევის შედეგები უზრუნველყოფს გაეროს ქალთა ორგანიზაციის შემდგომ ინფორმირებულობას საქართველოში თავისი პარტნიორებისთვის მოთხოვნაზე დაფუძნებული ტექნიკური დახმარების გაწევისას.

ერიკა კვაპილოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში