მთავარი
პუბლიკაციები
პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის კვლევა

9 აგვ 2012

პალიატიური მზრუნველობა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია ტკივილისა და მტანჯველი სიმპტომების მოხსნა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საქართველოში არ არსებობდა სტრუქტურული მიდგომა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების მკურნალობისათვის. პალიატიური მზრუნველობის პირველი კლინიკა (ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული სასნეულო სახლი) გაიხსნა 2003 წელს, ხოლო შემდეგ 2005 წელს (ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება). არსებობს პალიატიური მზრუნველობის 2-2 საწოლი ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. აღნიშნულ განყოფილებებში პალიატიური მზრუნველობა მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა).

პალიატიური მზრუნველობის მქონე პირების უფლებების განხილვა შესაძლებელია ორ ჭრილში: პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების უფლებების გააზრება თანასწორობის და არა–დისკრიმინაციის ჭრილში2 და მათი როგორც სპეციფიკური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტების უფლებების ჭრილში. პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთა უფლებები განმარტებულია ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში.” პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებთან მიმართებაში შეიძლება ხშირად გაჩნდეს ეთიკური და სამართლებრივი დილემა. შესაბამისად მედპერსონალი კარგად უნდა იყოს ინფორმირებული მათი უფლებების შესახებ, რათა დაუდევრობით ან სხვა მიზეზით არ მოხდეს პაციენტების უფლებების დარღვევა. ვინაიდან პალიატიური მზრუნველობის სფერო ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში, პაციენტთა უფლებების ადეკვატურად დაცვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უფრო რომ ხშირად თავად პაციენტებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ ან ცდილობენ ლიბერალური განწყობა შეინარჩუნონ მკურნალების მიმართ.