მთავარი
პუბლიკაციები
ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობისა და განწყობების შესწავლა

ქვემო ქართლის მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობისა და განწყობების შესწავლა

7 ოქტ 2011

სოციოლოგიური კვლევის მიზანი იყო ქვემო ქართლის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პროფილის შესწავლა, ამ რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

კონკრეტულად, კვლევამ დაფარა შემდეგი საკითხები:

  • შინამეურნეობის ეკონომიკური და დემოგრაფიული პროფილი;
  • დასაქმების სტრუქტურა;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და მისი რეაბილიტაციის პროგრამების გავლენა;
  • შინამეურნეობების საბინაო მდგომარეობა;
  • მოსახლეობის განათლების დონე და მის სხვადასხვა საფეხურზე არსებული ბარიერები;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაზღვევის გავლენა ჯანდაცვაზე;
  • სოციალური დახმარების (კერძოდ, უმწეოთა დახმარების პროგრამის) შესახებ ინფორმირებულობის დონე და პროგრამაში ჩართულობის ხარისხი;
  • რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, სხვადასხვა, მიმდინარე პროექტის მოსახლეობისა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენის შესწავლა;
  • სოფლის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმირებულობა, პროგრამაში ჩართულობის დონე და შედეგების ეფექტურობის განსაზღვრა;
  • ქვემო ქართლის რეგიონში არსებული მიგრაციის ტენდენციების კვლევა;
  • ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა;
  • სიტუაცია გენდერული თვალსაზრისით ოჯახში, თემსა და საზოგადოებაში; გენდერული სტერეოტიპები;
  • საზოგადოებაში მოქმედი სხვადასხვა სტრუქტურის მიმართ დამოკიდებულება;. მმართველ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლა;
  • ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროები და მასმედიის შეფასე

კვლევის ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია და უსასყიდლოდ დარიგდა დაინტერესებულ პირებში.