(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
წამების ამსახველმა ვიდეოჩანაწერებმა და ინფორმაციამ ციხის თანამშრომელთა მიერ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპრყობის თაობაზე გამოჟონა და ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საქართვლოში. ეს მოხდა უშუალოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის წინ, ანუ მთავრობის ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე. როგორც ამბობენ, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წესრიგის დამყარებას საფუძვლად დაედო პატიმართა ღირსების შელახვა და ძალადობა და წინამდებარე კვლევის საგანს სწორედ იმის დადგენა წარმოადგენს, თუ როდის დაიწყო, რამდენად გავრცელებული იყო და რამდენად სისტემური და ხშირი ხასიათი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიდევ გამოვლინდა ვიდეომასალა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების საგანგებოდ შერჩეულ წევრებს უჩვენეს. სავარაუდოდ ასეთი ჩანაწერების რაოდენობა მიუთითებს, რომ წამება ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ჩვენი კვლევა ცდილობს აგრეთვე დაადგინოს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა წამების ფაქტების ფირზე აღბეჭდვა და პირველყოვლისა, რა გახდა მათი გადაღების მიზეზი.