(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
ამ წიგნის მთავარი ავტორი მწერალი და სცენარისტი კოტე ჯანდიერია, ხოლო "ნაკლებად მთავრები" - სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. 2006-2007 წლებში ჩვენ სამმა, ინგლისელ პარტნიორსა და მეგობართან რობინ გუდვინთან ერთად, განვახორციელეთ ერთი პროექტი, რომელიც შიდსისა და ნარკომანიის საკითხებს მიეძღვნა. პროექტის შედეგი იყო 20-წუთიანი მხატვრული ფილმი - "ეს ერთჯერადი ნივთები".
აი ეს წიგნი, რომლის წაკითხვასაც აპირებთ, იაგოს და გაგას, ანუ "ნაკლებად მთავარ" ავტორებს, ასე გვქონდა წარმოდგენილი: წიგნში უნდა ყოფილიყო რამდენიმე პერსონაჟი-თინეიჯერი და ერთი მათი უფროსი მეგობარი.ისინი ხშირად იკრიბებიან და საუბრობენ სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ძირითადად შიდსისა და ნარკომანიის გარშემო, უფროსი კი სწორ ინფორმაციას აწვდით. ჰოდა, ავიღეთ მთელი მასალა, მივეცით კოტეს, მან ერთი თვე იმუშავა და მოიტანა მოთხრობა! მოთხრობა თავისი სიუჟეტით, სიყვარულით. მტრობით, მეგობრობით, კრიმინალით, შიდსით და ნარკოტიკებით... მოთხრობა კი მოგვეწონა, მაგრამ სხვანაირად რომ გვქონდა წარმოდგენილი? ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გდავწყვიტეთ, რომ იქნებ რაც მოხდა უკეთესი იყოს კიდეც და ეს უჩვეულო წიგნი გავაკეთეთ: მარცხენა გვერდზე კოტეს მოთხრობის ტექსტია, მარჯვენაზე კი ის, რაც მოთხრობის მთავარმა გმირმა, გოგამ ამოიკითხა ინტერნეტში, და კიდევ რაღაც-რაღაცეები - მეცნიერული კომენტარები, გამოკითხვის შედეგები და საინტერესო ფაქტები.