მთავარი
პუბლიკაციები
შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში

შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში

10 ოქტ 2013

კვლევის ანალიტიკურ ანგარიშში შესწავლილია შრომის საზრისი სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის – ორთოდოქსულობა, პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და ისლამი – კონტექსტში. ანალიტიკურ ანგარიშში წარმოდგენილი ემპირიული მონაცემები მიღებულია თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე საქართველოს სოფლის (რურალურ) და ქალაქის (ურბანულ) თემებში. კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩოა შემთხვევის შესწავლა (Case study). ეს გულისხმობს შემდეგი სპეციფიკური მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას: ლიტერატურის ანალიზი, ექსპერტული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

სტრუქტურულად, ძირითადი მიგნებები შეიძლება განხილულ იქნეს ორ ნაწილად:ა) რელიგიური მიმდინარეობების დოქტრინალური საფუძვლები შრომის ეთიკასთან მიმართებაში და ბ) რელიგიური თემების წევრთა პრაქტიკები, წარმოდგენები და დამოკიდებულებები შრომის ეთიკის და ეკონომიკური ქცევის კუთხით. პირველ შემთხვევაში, კვლევა დაეყრდნო ლიტერატურის მიმოხილვას და ექსპერტულ გამოკითხვას, ხოლო მეორე შემთხვევაში – ჯგუფურ დისკუსიებს და სიღრმისეულ ინტერვიუებს, ისევე როგორც ფაილ სორტინგის შედეგებს.

კვლევა ჩატარდა პროგრამა "კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის" მხარდაჭერით.