მთავარი
პუბლიკაციები
სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში

სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში

4 მარ 2011

2009 წლიდან 2011 წლამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ახორციელებდა ხანგრძლივ პროექტს სოციალური დაცვა და სოციალური ინკლუზია საქართველოში. პროექტის მიზანი იყო ანალიტიკური ანგარიშის შექმნა საქართველოს სოციალური სისტემის შესახებ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუმა და მოწვეულმა ექსპერტებმა პროექტის განხორციელებისათვის ძირითადად გამოიყენებს თვისებრივი მეთოდები: მეორადი დოკუმენტების ანალიზი და ჩაღრმავებული ინტერვიუები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველადი, შუალედური და საბოლოო ანალიტიკური ანგარიშები. პროექტის განხორციელების პერიოდში ევროკომისიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად ორგანიზებული იქნა არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, რომლებზეც წარმოდგენილი იყო კვლევის მიგნებები.

ანალიტიკურ ანგარიშში განხილული იყო საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური, საგნმანათლებლო, სოციალური და ჯანდაცვის განვითარების ტენდენციები. გარდა ამისა, ყურადღება ეთმობოდა მოსახლეობის სიღარიბის და სოციალური გარიყულობის თემას. რა ფაქტორები იწვევს სოციალური ჯგუფების გარიყულობას, რომელი სოციალური და ეკონომიკური ჯგუფები არიან ექსკლუზიის რისკ ფაქტორის მატარებლები. ანგარიში ასახავდა უახლეს და რელევანტურ ინფორმაციას არსებული სოციალური დაცვის სისტემებზე და ახდენდა არსებული სისტემების სხვა სისტემებთან შედარებით ანალიზს.