(+995)32 2 434 900 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განახორციელა იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა.
კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობისა და იძულებით გადაადგილებული ქალების სამართლებრივი მდგომარეობის, სოციალური დაცვის პოლიტიკისა და ქალთა სოციალური, ლეგალური და ეკონომიკური სერვისების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. კვლევა ფოკუსირდებბოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურიდიული დახმარების კლინიკებსა/საკონსულტაციო ცენტრებსა და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე, განსაკუთრებით კი პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირსობის ქალებზე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიღწეულ შედგებზე.
კვლევის ამოცანები იყო:
კვლევისთვის გამოყენებული იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები.
თვისებრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა რაოდენობრივი კვლევისათვის ემპირიული ინდიკატორების გამოვლენა. კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში 7 ჯგუფური დისკუსია, ე.წ. ფოკუს ჯგუფი ჩატარდა თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მარნეულში. ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა:
რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სრულწლოვანი ქალები და გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 700 რესპონდენტი.