ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში
17 Ноя 2017
კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობის რისკ-ფაქტორები საქართველოს ახალგაზრდებში და რომელი (ქვე)ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი
კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რამდენად აკმაყოფილებს სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის პირობებსახალგაზრდების მდგომარეობა;
- როგორ აფასებენ ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;
- არსებობს თუ არა ახალგაზრდებში ერთმანეთთან და გარემოსთან კომუნიკაციის დეფიციტი;
- რა გავლენას ახდენს რელიგიური ინსტიტუტები და ტრადიციები ახალგაზრდების სოციალიზაციაზე;
- რა არის ახალგაზრდების ღირებულებები, რაც მათი დამოკიდებულებების იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის?
სოციოლგოიური კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კლვევის მეთოდები.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა შემდეგი მეთოდები:
- ჯგუფური ინტერვიუ
- ჩაღმრავებული ინტერვიუ
- დისკურსის ანალიზი
ხოლო, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი.
თვისებრივი კვლევისთვის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა:
- ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29 ასაკობრივი ჯგუფი);
- სკოლის მასწავლებლები;
- რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);
- ექსპერტები;
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1145 რესპონდეტი შემდეგ სამიზნე ჯგუფებში:
- ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29 ასაკობრივი ჯგუფი)
- საჯარო სკოლების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი)
- რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი)