(+995)32 2 434 900 | info@issa-georgia.com
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტნის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერში გამარჯვების შედეგად, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ივიზიტორთა დანახარჯების შესწავლა.
სამიზნე ჯგუფი - 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორები, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხნენ საზღვრის კვეთისას ვიზიტის დასრულების შემდეგ. ინტერვიუები ჩატარდა ოთხ სხვადასხვა ენებზე - ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. კითხვარები ინსტიტუტს მიაწოდა დამკვეთმა ორგანიზაციამ.
კვლევის პერიოდი განისაზღვრა 1 წლით, (იანვარ - დეკემბერი 2016 წ) და დაიყო ოთხ ეტაპად:
გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 14 სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
პირველი ტალღის (იანვარ-მარტი) საწყის ეტაპზე მიმწოდებელი იხელმძღვანელა შემსყიდველის მიერ მიწოდებული/განსაზღვრული შერჩევით, ხოლო შმედე ეტაპებზე ინსტიტუმა ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2015 წლის საზღვრის კვეთის მონაცემების გამოქვეყნებისთანავე და შემსყიდველთან შეთანხმებით მოახდინა შერჩევის კორექტირება.
ჯამში, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოკითხა 3600 უცხოელი ვიზიტორი.
მონაცემთა შეტანის, წმენდისა და კომპიუტერული დამუშავებისათვის გამოყენებული იქნა სტატისტიკური პაკეტი სოციალური მეცნიერებებისათვის (SPSS). გამოკვლევის შედეგების პოპულაციაზე განზოგადების მიზნით განხორციელდა მონაცემების შეწონვა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ყოველი ეტაპის ბოლოს შემსყიდველს აწვდიდა შეწონილ, რეპრეზენტატულ მონაცემთა ბაზას (SPSS), რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო ანალიზისათვის მისი შემდგომი დამუშავებისა და კორექტირების გარეშე.