(+995)32 2 434 900 | info@issa-georgia.com
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) მიერ 2016 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა მასობრივი (რაოდენობრივი) გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობა და წინასაარჩევნო ატიტუდები.
კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ;
შერჩევის ჩარჩო: საქართველოს საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობა;
შერჩევის ზომა: 1500 რესპონდენტი;
შერჩევის ტიპი: სამსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა:
კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია: ა) საქართველოს მოსახლეობის; ბ) ქ. თბილისის გაერთიანებული რაიონების; გ) სხვადასხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების (სქესი, ასაკი, განათლება და სხვ.) მიხედვით;
ცდომილება მთელი შერჩევისთვის შეადგინა - 2.5%.