(+995)32 2 434 900 | info@issa-georgia.com
მკვლევარი
მაგდა რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტია. მაგდა დაინტერესებულია კვლევითი საქმიანობით და აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო კონფერენციებში. მისი როგორც მკვლევრის მთავარი ფოკუსია ახალგაზრდები და მათი პრობლემების კვლევა. საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში „Journal of Advanced Research in Social Sciences and Humanities” და „Journal of Advanced Research in Social Sciences“ უკვე დაიბეჭდა მისი ორი კვლევა “ადრეული ქორწინება როგორც ბარიერი ახალგაზრდების განათლებისა და კარიერული განვითარებისთვის“ (“Early marriage as a barrier to the career and educational opportunity for the youth in Georgia”) და „აკმაყოფილებთ თუ არა ქართველ მოზარდებს საკუთარი სხეულის ხატი“(Are Georgian adolescents satisfied with their body image?”). აღნიშნული სამეცნიერო მიღწევებისთვის იგი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ საუკეთესო მეცნიერ სტუდენტად დასახელდა. 2021 წელს კვლევით „ Ethnic stereotypes , access to education and career advancement” გახდა გერმანიის საგარეო სამინისტროსა და GIP მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „Geoyouth2021- Supporting youth participation in local processes” გამარჯვებული. ამავდროულად, იგი არის ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (Skills4jobs TA project) კვლევითი ექსპერტი.
მარიამ ჯიბუტი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციოლოგიის მიმართულების დოქტორანტი. ასევე, სოციოლოგიის მიმართულებით დაფარული აქვს ბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში მარიამი მუშაობს 2019 წლიდან. აქვს მიღებული გამოცდილება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების, კულტურის და სხვა სპეციფიკის კვლევების ფარგლებში. საკვლევი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ურბანული დაგეგმარების, სოციალური კეთილდღეობის და ინტერპერსონალური კომუნიკაციის საკითხები.