Главная
პრეზენტაციები (RU)
კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში (RU)

კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში (RU)

10 Ноя 2014

ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა ემანსიპაციის პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მიუხედავად ამისა, როდესაც საკითხი ეხება განათლებას, დასაქმებას, შემოსავალს, სამსახურეობრივი პოზიციების გადანაწილებას და საზოგადოების დამო კიდებულებას – კაცებს უპირატესი პო ზი ციები უკავიათ. ასეთი გენდერული სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა. ხშირია სიტუაციები, როდესაც დედებიც და მამებიც თავიანთ ვაჟებს ეუბნებიან: „შენ კაცი ხარ, ძლიერი და მამაცი უნდა იყო... რა გატირებს გოგო ხომ არ ხარ?!... შენმა ცოლმა უნდა დაგიჯეროს... თუ ვინმემ დაგარტყა, უპასუხე და ა.შ.“ ასეთი მასკულინური აღქმა და მესიჯები ზეწოლას ახდენს მოზარდ ბიჭზე და, თუ ის ასეთ გარემოში გაიზრდება, ის აუცილებლად შეეცდება საპირისპირო სქესთან მიმართებაში იყოს დომინანტი, ძლიერი და შეუპოვარი. თუმცა კაცი შეიძლება მოხვდეს ისეთ სიტუაციებში, სადაც თავის სიმამაცეს ვერ გამოიყენებს და თავს უძლურად იგრძნობს. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? ” კაცი დაიწყებს საკუთარ სისუსტეზე ფიქრს და თავს არაადეკვატურად და ხელმოცარულად ჩათვლის, რის შედეგადაც ავტორიტეტის აღდგენას ძალის გამოყენებით სხვებთან შეეცდება. აქ მთავრდება ციკლი, რომელიც მშობლის მიერ შვილისთვის „ნამდვილი კაცის“ სტერეოტიპის შექმნით დაიწყო და მოძალადე კაცით დასრულდა. სამწუხაროდ, ეს ციკლი ხშირად მეორდება და მამის მხრიდან შვილს გადაეცემა, რაც კულტურაში მასკულინობის ჰეგემონიას ამკვიდრებს. კავკასიაში ეს კარგად ნაცნობი ფენომენია. გარდა სხვა სტერეოტიპებისა, არსებობს ცნება „კავკასიელი,“ რაც ძლიერი, დომინანტი და ზოგჯერ აგრესიული კაცის სინონიმია.

კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიზანია გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების გამოვლენა; მათი გამოცდილების/ ჩართულობის აღწერა საოჯახო საქმეებში და ისეთ სოციალურ პრაქტიკებში, რომლებიც მეუღლესთან/პარტნიორთან თანაცხოვრებას და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. გამოკითხვაში ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა რათა შესაძლებელი გამხდარიყო ორივე სქესის მოსაზრებების შედარება. გამოკითხვა ჩატარდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. იგი ეყრდნობა პრომუნდოს (Promundo) მიერ განხორციელებულ ანალოგიურ კვლევას, რომელიც ასევე წარმატებით ჩატარდა ბრაზილიაში, ჩილეში, ხორვატიაში, ინდოეთში, მექსიკაში, რუანდასა და ბოსნიაში. ყველა ქვეყანაში გამოყენებული იყო IMAGES (International Men and Gender Equality Survey) მეთოდოლოგია. იმედია, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ისეთი პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში კაცების ჩართულობის გაზრდას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების შეცვლას.