(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ როგორია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მზაობა აჭარის რეგიონში, ისარგებლონ ბინებით უზრუნველყოფის სოციალური სერვისით, რასაც მათ აჭარის მთავრობა სთავაზობს; აგრეთვე, როგორია ამ სამიზნე ჯგუფების ტიტუდები და მოლოდინები ბინათმშენებლობის პროგრამის მიმართ.
კვლევაში მონაწილეობდა ოთხი ჯგუფი:
ვლევა ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. თვისებრივი კვლევა, ჯგუფური დისკუსიების გზით, არკვევდა კვლევის მიზანთან შესაბამის ინდიკატორებს, რომელთა საფუძველზე შედგა რაოდენობრივი კვლევის კითხვარი. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1571 რესპონდენტი. ხშირად ერთი ოჯახი ერთდროულად ორ კატეგორიას ეკუთვნოდა (მაგალითად, სოციალურად დაუცველებს და უსახლკაროებს). ასეთი აღმოჩნდა სულ 345 ოჯახი, ანუ გამოკითხული ოჯახების 22%. ამდენად, მოხდა ერთი და იგივე ოჯახის (რომელიც ერთზე მეტ კატეგორიას ეკუთვნოდა) მონაცემების გათვალისწინება ყველა იმ კატეგორიისთვის, რომელთან იდენტიფიკაციასაც ოჯახები ახდენდნენ ამან გამოიწვია მონაცემთა ბაზის და ოჯახების „ვირტუალური“ რაოდენობის გაზრდა 1915 ოჯახამდე. აქედან 532 ოჯახი ბუნებრივი კატასტროფის შედეგადა დაზარალებულთა კატეგორიას ეკუთვნის, 322 - უსახლკაროთა, 712– სოციალურად დაუცველთა, ხოლო 349 – გასაყოფი ოჯახების კატეგორიებს.
სამიზნე ჯგუფები შერჩევაში გადანაწილდა ისე, რომ მიღებული შედეგები რეპრეზენტატული ყოფილიყო თითოეული ჯგუფისათვის.
გამოკითხვა (საველე სამუშაოები) ჩატარდა 2014 წლის 4-14 ივნისს.