(+99) 599 921 944 | info@issa-georgia.com
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით აჭარის ხუთ სოფელში (კვატია, ფაჩხა, წაბლიანი და წაბლანა) ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა აჭარის 5 მაღალმთიან სოფელში მცხოვრები 99 შინამეურნეობა. საველე სამუშაოები განახორციელა შ.პ.ს. „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ხოლო ანალიტიკური სამუშაოები განახორციელა „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“: კერძოდ, მონაცემთა შეყვანა SPSS–ის პროგრამაში, სტატისტიკური გაწმენდა და დამუშავება. საბოლოო ეტაპზე მოხდა მონაცემთა გაანალიზება.