მთავარი
პუბლიკაციები
ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

16 სექ 2016

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების დამოკიდებულებებისა და განწყობების შესწავლა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ. ამ მიზნის განსახორციელებლად, კვლევამ მოიცვა 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის I და II ვარიანტების საგამოცდო ტესტებში გენდერული თანასწორობის თემაზე შეტანილი დავალებების პასუხები, კომბინირებული კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით (როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კონტენტანალიზი).

კონტენტან ალიზისთვის შეიქმნა კოდირების ანკეტა. მისმიზანს წარმოადგენდა აბიტურიენტთა ნაშრომებიდან ისეთი ცვლადების გამოყოფა, რომელიც შეიძლება, თვისებრივად ან რაოდენობრივად გაანალიზდეს. რაოდენობრივი მასალის სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ის2013 წლის აბიტურიენტთა ნაკადისთვის რეპრეზენტატულია.

სულ გაანალიზდა 1706 ნაწერი. კვლევაში თითქმის თანაბრად იქნა გამოყენებული ვარიანტის, ქულისა და ავტორის სქესის მიხედვით განსხვავებული ნაწერები. ნაწერები რეპრეზენტატული იყო სქესის და მიღებული ქულის მიხედვით.

თითქმის თანაბარი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ნაწერები 10 რეგიონიდან და თბილისიდან. ნაწერები რეპრეზენტატული იყო თითოეული რეგიონის აბიტურიენტებისთვის და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოსთვის.